Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი კაცი დააკავეს


ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. რვა ნოემბერს დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე-მეზიერმა განაცხადა, რომ „გერმანიაში კრიტიკული იყო თავიდან აგვეშორებინა ადამიანების ისე რადიკალიზება, რომ ტერორისტები გამხდარიყვნენ“. დე- მეზიერს თქმით, „ჩვენ არ გვსურს ტერორიზმი გერმანიაში, არ გვსურს, რომ ტერორიზმის ექსპორტირება მოხდეს გერმანიიდანო.

XS
SM
MD
LG