Accessibility links

logo-print

თურქეთი კრიტიკით პასუხობს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერსა და გერმანიას


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მიუღებელი“ უწოდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის კრიტიკას. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს არ ესმის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ანკარის მდგომარეობის თავისებურებები. სამინისტრო გამოთქვამს ასევე შეფასებას, რომ ევროკავშირმა "დაკარგა დამაჯერებლობა" თურქი ხალხის თვალში - ტერორიზმთან ბროძლის კუთხით. ამ განცხადების გავრცელებამდე, მოგერინიმ მკაცრად გააკრიტიკა რეპრესიები, რომლებსაც თურქეთი მიმართავს ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ. მოგერინიმ „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა ზომებს თურქეთის მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შემდეგ. ასევე 8 ნოემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანიას ბრალად დასდო, რომ თავის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს თურქეთში აკრძალულ ორ ექსტრემისტულ გაერთიანებას: „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „ხალხის გათავისუფლების რევოლუციურ ფრონტს“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ორივე გაერთიანება მიეკუთვნება გერმანიაში აკრძალულ "ტერორისტულ ჯგუფებს".

XS
SM
MD
LG