Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო გულშემატკივრობს ამერიკელი ხალხის არჩევანს


„ის შედეგი, რაც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი“ - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, საქართველო გულშემატკივრობს ამერიკელი ხალხის არჩევანს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისგან აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. „ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა დაფიქსირდა სულ ახლახან, სექტემბერშიც, როცა ამერიკის კონგრესმა ერთსულოვნად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

XS
SM
MD
LG