Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი: საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა არ შეიცვლება


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტიდან“ აკვირდებოდნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები, საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. „ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს“ - განაცხადა არჩევნების კომენტირებისას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. მისი თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა არ შეიცვლება. „ამას ადასტურებს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებული რეზოლუცია“, - აღნიშნა იან კელიმ. აშშ-ის ელჩის თქმით, ახალ ადმინისტრაციასთან გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მხარდაჭერის და არსებული ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

XS
SM
MD
LG