Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ 8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას თავისი ქვეყნის კეთილდღეობის ახალი სიმაღლეების მისაღწევად. „თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით მსოფლიო გახდება კიდევ უფრო დაცული, უსაფრთხო და წარმატებული. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის საფუძველია საერთო ღირებულებები, ამერიკელი და ქართველი ხალხი კი, საერთო ძალისხმევით უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და ერთმანეთის გვერდით მტკიცედ დგას საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს მადლობას უხდის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში. „მოუთმენლად და დიდი იმედით ველი შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას“ - ნათქვამია წერილში, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა.

XS
SM
MD
LG