Accessibility links

logo-print

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოუთმენლად ელიან ტრამპთან ერთად მუშაობას


დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, მოუთმენლად ელიან ტრამპთან ერთად მუშაობას. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სფეროში ახალი, რთული გამოწვევებია, მათ შორის ჰიბრიდული ომები, კიბერთავდასხმები და ტერორიზმი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, აშშ ის ლიდერობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „ძლიერი ნატო კარგია აშშ-ისთვის და კარგია ევროპისთვისაც“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაში. იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას უახლოეს ხანში და ასევე, ნატოს სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ბრიუსელში გაიმართება.

XS
SM
MD
LG