Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლებიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებაზე. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG