Accessibility links

ჰილარი კლინტონმა აღიარა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, მხარდამჭერების წინაშე ემოციური მიმართვით გამოსვლისას აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება. მან განაცხადა, რომ უკვე მიულოცა მეტოქეს, დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვება და ამერიკელებს მოუწოდა, სამართლიანად შეაფასონ ახალი პრეზიდენტის მოქმედებები. აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, დონალდ ტრამპს ერგო საარჩევნო კოლეგიის წევრების 276 ხმა, ანუ ექვსით მეტი, ვიდრე საჭირო იყო გასამარჯვებლად. ის უკვე ოფიციალურად გამოცხადდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG