Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპის შეხვედრა


დღეს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის შეხვედრა. 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თავის გუნდს დაავალა მუშაობა არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების წარმატებით გადაცემის უზრუნველსაყოფად. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივა მეუღლესთან, მელანი ტრამპთან ერთად, რომელიც აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას შეხვდება.

XS
SM
MD
LG