Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ამერიკელებს ერთიანობისაკენ მოუწოდებს და ტრამპს თეთრ სახლში ელოდება


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი 10 ნოემბერს პირველად მივა თეთრ სახლში, სადაც იგი წინა დღით მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის და მისი ადმინისტრაცია იწყებენ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს. „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია დემოკრატიისა და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვუჩვენებთ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ - განაცხადა თეთრი სახლის ეზოში სიტყვით გამოსვლის დროს ბარაკ ობამამ და ხაზი გაუსვა ქვეყნის ერთიანობას. ამ განცხადების ფონია მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, სადაც ათასობით ადამიანი გამოხატავს პროტესტს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 29 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG