Accessibility links

logo-print

რუსეთის მტკიცებით უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფი შეიპყრეს ანექსირებულ ყირიმში


რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სამი სავარაუდო უკრაინელი დივერსანტი შეიპყრეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. 10 ნოემბერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრები, რომლებიც უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან“, სევასტოპოლში 9 ნოემბერს აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით სამკაციანი ჯგუფი ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე აპირებდა დივერსიული აქტების მოწყობას. უკრაინის მხარემ რუსეთის ამ ბრალდებას, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეთითხნილი მორიგი სცენარი უწოდა. აგვისტოში მოსკოვმა უკრაინელი დივერსანტების კიდევ ერთი ჯგუფის აყვანის შესახებ განაცხადა. რუსეთმა 2014 წლის ზაფხულში განახორციელა ყირიმის ანექსია, რასაც დასავლეთმა სანქციებით უპასუხა.

XS
SM
MD
LG