Accessibility links

დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა


ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა მთელი აშშ-ის მასშტაბით დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. „ტრამპი არ არის ჩემი პრეზიდენტი“! „არა ტრამპს! არა კუ-კლუქს-კლანს! არა რასიზმს“ სკანდირებდნენ ბოსტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართულ მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის მონაწილეები. დემონსტრანტები ქუჩებში გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ოფიციალურად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება მის მეტოქე დონალდ ტრამპს. ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომავალი პრეზიდენტი 11 ნოემბერს თეთრ სახლში დაპატიჟა. ეს შეხვედრა ევროპის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG