Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ჩავიდა


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ვაშინგტონში ჩავიდნენ. დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომელშიც მომავალი პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები იმყოფებიან, ევროპის დროით 16:30 წუთზე დაეშვა ვაშინგტონში. დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მანქანებით გაემგზავრნენ თეთრ სახლში, სადაც მათ პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდება. წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის და მისი ადმინისტრაცია იწყებენ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს. „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია დემოკრატიისა და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვუჩვენებთ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ - განაცხადა თეთრი სახლის ეზოში სიტყვით გამოსვლის დროს ბარაკ ობამამ და ხაზი გაუსვა ქვეყნის ერთიანობას.

XS
SM
MD
LG