Accessibility links

logo-print

„ეროვნული ფორუმი“ დატოვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ


„ეროვნული ფორუმი“ დატოვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ. მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიიდან წასვლის მიუხედავად, პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს და ხელს შეუწყობს დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციებს უკვე აწარმოებს, თუმცა, ვისთან, ჯერჯერობით არ გაამხელს. „ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა და ამის გადაფასება უნდა მოხდეს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრს, სადაც საინტერესო პროცესები დაიწყო, სერიოზული დავალებები აქვს. ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლოა თუ არა გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ან ნინო ბურჯანაძესთან, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა, რომ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, თუმცა დასძინა, რომ ქართულ პოლიტიკაში არიან გამორჩეული პიროვნებები, განსაკუთრებით ბურჯანაძე და უსუფაშვილი. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, თანამშრომლობას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

XS
SM
MD
LG