Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, ექვსი კაცი დაიღუპა ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში


სულ ცოტა, ექვსი კაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელმა საკონსულოსთან ააფეთქა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ აფეთქების შედეგად დანგრეული ჭიშკრიდან ტერორისტებმა სცადეს საკონსულოს ტერიტორიაზე შეღწევა, რაც უსაფრთხოების ძალებმა აღკვეთეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმა მოიგერიეს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა და ნატოს სპეცრაზმელებმა. სამინისტროს ცნობითვე, გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან და ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ძლიერი აფეთქების შედეგად დაინგრა, ან დაზიანდა საკონსულოს მახლობლად მდებარე სახლები და მაღაზიები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ. ექსტრემისტების განცხადებით, მათ შური იძიეს ამერიკული ავიაციის მიერ ქალაქ ყუნდუზში, გასულ კვირაში განხორციელებული ავიაიერიშისთვის, რომლის შედეგად დაიღუპა 32 მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG