Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

82 წლის ასაკში გარდაიცვალა კანადელი მუსიკოსი ლეონარდ კოენი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კანადელი მუსიკოსი, ლეონარდ კოენი. ცნობა პირველად კოენის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა - „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ლეგენდარული პოეტი, სიმღერების ავტორი და არტისტი, ლეონარდ კოენი. ... დავკარგეთ მუსიკალური და პოეტური ხილვების ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფასებული და ნაყოფიერი შემოქმედი“ -ეწერა ტექსტში. კოენის სიკვდილის გარემოებებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. კოენი იყო არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი - მათ შორის სიმღერისა „ალილუია“, რომელიც თავად ავტორმა 1984 წელს დაწერა და მას შემდეგ ის ასობით სხვა მუსიკოსმაც შეასრულა.

XS
SM
MD
LG