Accessibility links

უკრაინის არმია ბრძოლის მკვეთრ გამძაფრებას იუწყება


უკრაინის არმიამ და ეუთომ ბოლო დღეებში შეტაკებების მკვეთრი გახშირება აღრიცხეს ქვეყნის აღმოსავლეთში. ბრძოლის გამძაფრება დონბასში - სადაც მთავრობის ძალები ებრძვიან პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს - დაემთხვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და ასევე უკრაინელ „დივერსანტებად“ წოდებული სამი ეჭვმიტანილის დაკავებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. ეჭვმიტანილები 9 ნოემბერს ქალაქ სევასტოპოლში დააკავა რუსეთის უშიშროების სამსახურმა და მათ უწოდა „ტერორისტული, საბოტაჟის მომწყობი ჯგუფის წევრები, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო უწყება მართავს“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ფეესბეს ბრალდებები და მათ „შეთითხნილი“ უწოდა. ანალოგიური დაპატიმრებები განხორციელდა აგვისტოშიც, და იმ პროცესებსაც მოჰყვა დონბასში შეტაკებების გახშირება. მიმდინარე თვეში მოსკოვმა განაცხადა, რომ ჩაშალა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელი დივერსანტების შეჭრის მცდელობა და კიევს ყირიმში „ტერორის“ დაგეგმვაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG