Accessibility links

სააკაშვილი საუბრობს უკრაინაში ახალი ოპოზიციური მოძრაობის დაარსების გეგმაზე


საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის უკვე გადამდგარი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გეგმავს უკრაინაში ახალი ოპოზიციური მოძრაობის დაარსებას - რომელიც ამჟამინდელი მთავრობის ჩამოგდებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ისახავს მიზნად. ამ ცნობას სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს. ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან სააკაშვილი ორშაბათს გადადგა, გავრცელებული ცნობებით იმის გამო, რომ პრეზიდენტმა და მისი ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმა მას კორუფციასთან ბრძოლის საშუალება შეუზღუდეს. „ჩვენ შევქმნით მაშტაბურ პოლიტიკურ ძალას, ახალ პლატფორმას ახალი ძალებისთვის, რომლის მიზანი იქნება ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის ჩამოშორება“ - განაცხადა კიევში სააკაშვილმა და ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოძრაობის მიზანი იქნება უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.ამჟამად უკრაინაში მომავალი არჩევნები 2019 წელს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG