Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM: გალში შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა


გალში ჩატარდა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატით, რომელსაც გაერო უწევდა შუამავლობას. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცნობით, შეხვედრამ „კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. მონაწილეებმა განიხილეს უახლესი და მნიშვნელოვანი ინციდენტები უსაფრთხოების მხრივ. მათ ასევე იმსჯელეს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას საიმისოდ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ხურჩაში, ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ტრაგიკული შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG