Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მოელის, რომ ტრამპი ბირთვულ შეთანხმებას აღიარებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაციისგან მოელის ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების და გერმანიის ბირთვული შეთანხმების აღიარებას, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, შეთანხმებას "გადავხევო". პრაღაში, 11 ნოემბერს, ზარიფმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ის მოელის, რომ ტრამპი შეთანხმებას მხარს დაუჭერს, როცა„ მტვერი გაიფანტება“ და ხალხი სინამდვილეს შეიტყობს რეგიონის შესახებ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა შეთანხმებას "დამღუპველი" უწოდა და თქვა, რომ მისი პრიორიტეტი შეთანხმების გაუქმება იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა და სხვა პირებმა განაცხადეს 10 ნოემბერს, რომ ბირთვული შეთანხმება არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი და ტრამპს არა მარტო შეუძლია უარი თქვას შეთანხმებაზე, მას ძალა შესწევს ობამას მიერ განკარგულების გზით ირანის მიმართ არსებული სანქციების შერბილება შექცევადი გახადოს. ეს მოსაზრება არ შეესაბამება ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის შეფასებას, რომ ტრამპს არ გააჩნია შესაძლებლობა გააუქმოს შეთანხმება, რადგან ის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG