Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა აიღო პასუხისმგელობა ბაგრამის ბაზაზე მოწყობილ თავდასხმაზე


დაჯგუფება თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ბაგრამში მდებარე ნატოს საავიაციო ბაზაზე მოწყობილ თავდასხმაში, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 14 - დაიჭრა. ნატოს ლიდერობით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის ცნობით ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარე მრავალეროვნული ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება გამთენიისას მოხდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა მოაწყო, რომელმაც ბაზაზე შეღწევა საშვებით შეძლო. ბაგრამის ბაზაზე, სადაც 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, სხვადასხვა ლოგისტიკურ სამუშაოებს ადგილობრივი ავღანელებიც ასრულებენ. ბაგრამის საავიაცო ბაზას ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს. შარშან დეკემბერში მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ბაზის მახლობლად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დახოცა.

XS
SM
MD
LG