Accessibility links

logo-print

რუსეთმა ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრა ათი აზიელი


რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ათი წარმომადგენელი, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილების დაკავება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით მოხდა. რუსეთის უსაფრთხოების ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას დისტანციური მართვის პულტები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.

XS
SM
MD
LG