Accessibility links

logo-print

ტრამპის საწინააღმდეგოდ აშშ-ში გრძელდება საპროტესტო აქციები


დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის რამდენიმე ქალაქში წუხელ კიდევ გაიმართა მასობრივი მსვლელობები. მაიამიში, ატლანტაში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკსა და პორტლენდში 11 ნოემბერს დემონსტრანტები აპროტესტებდნენ დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში იმიგრანტების, მუსლიმანებისა და ქალების მისამართით გაკეთებულ სადაო განცხადებებს. პორტლენდში პოლიციას ბრბოს დასაშლელად ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუხდა. აშშ-ში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ხოლო თავად ტრამპმა აქციების მონაწილეებს უწოდა „პროფესიონალები“, რომლებსაც ქუჩაში გამოსვლისკენ მედიამ უბიძგა. მოგვიანებით ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და შეაქო დემონსტრანტები.

XS
SM
MD
LG