Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ რიგებში მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს


კონსულტაციები იყო, მაგრამ დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას - იქნება თუ არა ის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში და გაიმართა თუ არა მასთან კონსულტაციები. სერგეენკოს თქმით, "ქართული ოცნების" რიგებში, თანამდებობის გადანაწილებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მიმდინარეობს. დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრა, რომლის მუშაობაშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კანდიდატების შერჩევაზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე, იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG