Accessibility links

logo-print

დიდი მსხვერპლი მოჰყვა პაკისტანში სუფისტურ ტაძარში მომხდარ აფეთქებას


მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა პაკისტანში სუფისტურ ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ბალუჯისტანის რაიონის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 30 კაცი, 50-მდე დაჭრილი სამედიცინო პუნქტებშია გადაყვანილი. აფეთქება კარაჩიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტაძართან მოხდა იმ დროს, როდესაც იქ მზის ჩასვლის რიტუალური ცეკვა სრულდებოდა. დეტალები უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბალუჯისტანის რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, წლის განმავლობაში ექსტრემისტებმა რამდენიმე სასტიკი თავდასხმა მოაწყვეს.

XS
SM
MD
LG