Accessibility links

logo-print

ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებას ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა


პენტაგონის ცნობით, 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებაში, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ერთი დღის წინ თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთანაც განახორციელა. ნატოს ლიდერობით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის ცნობით ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარე მრავალეროვნული ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება გამთენიისას მოხდა. თავდასხმა, თვითმკვლელმა მოაწყო, რომელმაც ბაზაზე შეღწევა საშვებით შეძლო. აღნიშულ ობიექტზე სხვადასხვა სამუშაოებს ადგილობრივი ავღანელებიც ასრულებენ.

XS
SM
MD
LG