Accessibility links

logo-print

მოლდავეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


მოლდავეთში დილიდან მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ევროკავშირთან დაახლოების კურსს აირჩევს ქვეყანა, თუ - რუსეთთან. არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს სოციალისტური პარტიის ლიდერი, პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონი, რომელმაც ხმათა 10%-ით აჯობა მაია სანდუს. 1997 წლის შემდეგ მოლდავეთში პირველად ტარდება საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები. ხმის მიცემის პროცედურას ასობით უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს. არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ი პლუს ერთი ხმის მოპოვება, რის გამოც გამარჯვებული დღევანდელ კენჭისყრაზე გამოვლინდება. განათლების ყოფილ მინისტრს, მაია სანდუს ევროკავშირთან მოლდავეთის კიდევ უფრო დაახლოება, და რუსეთისაგან, როგორც მოლდავეთის მთავარი ენერგეტიკული მომწოდებლისაგან, დისტანცირება სურს. იგორ დოდონმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს რუსეთის ბაზარი, რომლის დაკარგვამაც დიდი ზიანი მიაყენა მოლდავეთის ეკონომიკას.

XS
SM
MD
LG