Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: „აშშ-ისა და ევროპის ერთად ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს“


ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთი ისეთი რთული პრობლემების წინაშე დგას, რომ დამოუკიდებლად მასთან გამკლავება არავის შეუძლია. ბრიტანულ გაზეთ „ობსერვერში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, იენს სტოლტენბერგი ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოსაზრებებს ნატოსთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ვაშინგტონმა უნდა იფიქროს, დაეხმაროს თუ არა მის იმ მოკავშირეს, რომელიც სათანადო თანხას არ იხდის თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოს შეთანხმების მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომლის თანახმად ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა, მთელ კავშირზე თავდასხმად განიხილება. აშშ-ი დღესდღეობით ნატოს მთელი ბიუჯეტის 70%-ს ფარავს, ამის გამო ალიანსის გენერალური მდივანი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, რათა გაზარდონ საკუთარი ფინანსური წილი ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. „ახლა იმის დრო არ არის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს აშშ-ისა და ევროპის პარტნიორობა“, - წერს სტოლტენბერგი.

XS
SM
MD
LG