Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW ქურთთა სამხედრო ძალებს არაბების სახლების განადგურებაში ადანაშაულებს


უფლებათდამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ერაყის ქურთისტანის რეგიონის უშიშროების ძალებს „არაბების დიდი რაოდენობით სახლების“, ხოლო ზოგ შემთხვევაში - „მთელი სოფლების“ განადგურებაში სდებს ბრალს იმ არეალში, რომელიც ერაყისა და „ფეშმერგას“ ძალებმა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გაათავისუფლეს. 13 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ნიუ-იორკში მოქმედი ჯგუფი აღნიშნავს, რომ ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქებში, კირკუკსა და ნიენვიაში დაანგრიეს არაბების სახლები, მაშინ, როცა ქურთების კუთვნილი სახლები ხელუხლებელია. ერაყის ქურთისტანი რეგიონის ხელმძღვანელობა უარყოფ არაბების სახლების სისტემატიურ ნგრევას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საჭირო იყო ექსტრემისტების მიერ დანაღმული სახლების გაუვნებელყოფა.

XS
SM
MD
LG