Accessibility links

მიწისძვრამ ახალ ზელანდიაში ცუნამის ტალღები გამოიწვია


მძლავრმა მიწისძვრამ ახალ ზელანდიაში, რომლის ეპიცენტრი ქალაქ კრაისტჩერჩთან მდებარეობდა, მძლავრი ცუნამის ტალღები გამოიწვია. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ახალ ზელანდიაში ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. თუმცა, მიწისძვრამ აღძრა ცუნამის ტალღები, რომლებმაც ორი საათის შემდეგ მიაღწია ახალი ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსაც, რასაც ეპიცენტრის მახლობლად შენობების ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად მოახდინა მოსახლეობის გაფრთხილება, რათა გადასულიყვნენ უფრო მაღალ ადგილებზე. 2011 წელს ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 185 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG