Accessibility links

logo-print

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის საზღვართან შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს


პაკისტანის განცხადებით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა ქაშმირის რეგიონში, ინდოეთის ტერიტორიიდან სარაკეტო ცეცხლის შედეგად. პაკისტანელი სამხედროების ცნობით, ჯარისკაცები წუხელ დაიღუპნენ ბიმბერის სექტორში - ქაშმირის ნაწილში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს. ამავე წყაროს ცნობით, პაკისტანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ინდოეთი და პაკისტანი ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში. ბირთვული იარაღით აღჭურვილ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც ინდოეთმა პაკისტანში ბაზირებული ექსტრემისტები დაადანაშაულა სექტემბერში ინდოეთის ქაშმირში მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიშის მოწყობაში. ამ თავდასხმის დროს 18 ინედოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ქაშმირი 1947 წელს ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ არის გაყოფილი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ორივე პრეტენზიას აცხადებს მთელ ქაშმირზე, რომლის გამოც უკვე ორჯერ იომა ერთმანეთთან.

XS
SM
MD
LG