Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი: რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა არც აშშ-ის გამო შეიცვლება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა არ შეიცვლება არც იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეცვლის კურსს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობისას. მოგერინის თქმით, ევროკავშირს „ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში ვითარებასთან“ მიმართებით და ეს პოზიცია არ შეიცვლება სხვების პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებების გამო. ეს განცხადება მოგერინიმ გააკეთა ბრიუსელში 13 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის არაერთხელ შექების გამო გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მან შესაძლოა, შეარბილოს ვაშინგტონის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ და შეამსუბუქოს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს უკრაინაში აგრესიული მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG