Accessibility links

მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოველი კანდიდატი იმარჯვებს


მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა პრომოსკოველმა კანდიდატმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა. მან დაამარცხა პროევროპული ძალების წარმომადგენელი, მაია სანდუ. მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების თითქმის მთლიანად დათვლის საფუძველზე იუწყება, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, დოდონი ლიდერობს ხმების 52,3%-ით. სანდუს 47,7%ერგო. კიშინიოვში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, დოდონმა პირობა დადო, რომ ყველა მოლდაველის პრეზიდენტი იქნება - იმათი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და იმათიც, ვინც მოსკოვთან დაახლოებას ემხრობა. ოფიციალური ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, მონაწილეობდა ელექტორატის 53,3%. იუწყებიან ასევე, რომ უცხოეთში (ლონდონში, ბუქარესტში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში) ბევრმა მოლდაველმა ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან საკონსულოებს არ ჰქონდათ მიღებული საკმარისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები. მაია სანდუმ გადადგომისაკენ მოუწოდა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, რომლებიც არჩევნების უხეიროდ ორგანიზებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG