Accessibility links

მოსკოვი მზად არის აშშ-თან ურთიერთობის "სწრაფად" გამოსასწორებლად


მოსკოვი აცხადებს, რომ მზად არის "სწრაფად" გადადგას ნაბიჯები ვაშინგტონთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს, გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. ამასთან, რიაბკოვისვე თქმით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ბევრი არაფერი იციან იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვს ტრამპს და აცნობიერებენ, რომ არსებობს განსხვავება წინასაარჩევნო დაპირებებსა და იმ პოლიტიკას შორის, რომელსაც პრეზიდენტი ხელისუფლების სათავეში ყოფნისას განახორციელებს. ვაშინგტონთან და მის დასავლელ მოკავშირეებთან მოსკოვის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა“ ექნება პუტინთან.

XS
SM
MD
LG