Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ზელანდია მძიმედ დააზარალა მიწისძვრამ


ახალ ზელანდიაში ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მძიმე ზარალი გამოიწვია მიწისძვრებმა. პრემიერ-მინისტრის, ჯონ კის განცხადებით, წუხელ ორ ძლიერ მიწისძვრას ცუნამის ტალღები მოჰყვა, რის გამოც ათასობით ადამიანს მოუხდა მაღლობებისათვის თავის შეფარება. პრემიერ-მინისიტრის შეფასებით, ზარალის აღმოფხვრას მილიარდობით დოლარი დასჭირდება. 13 ნოემბრის მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,8-ს აღწევდა. ეპიცენტრად სახელდება ქალაქი ჰენმერ სპრინგსი. ის ახლოს მდებარეობს ქრაისტჩარჩთან, სადაც 2011 წელს 185 ადამიანი შეიწირა ძლიერმა მიწისძვრამ. ბოლო მიწისძვრის შედეგად წყალმა გაარღვია მდინარე კლარენსზე აგებული კაშხალი, რის გამოც იუწყებიან მის ნაპირებთან მცხოვრები ხალხის ევაკუაციის შესახებ. მიწისძვრის შედეგად გზები ჩაიხერგა და საოფისე შენობების დახურვა გახდა საჭირო ახალი ზელანდიის დედაქალაქში, უელინგტონში.

XS
SM
MD
LG