Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე გადადგა უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტიდან


ხატია დეკანოიძე გადადგა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პოსტიდან. შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა უკვე დააკმაყოფილა მისი განცხადება. სოციალურ ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, ავაკოვი საუბრობს გუნდში დეკანოიძის ნაყოფიერ მუშაობაზე და დადებითად აფასებს მის წვლილს სამინისტროს რეფორმაში. დეკანოიძემ 14 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ: აღნიშნა, რომ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე, ამ ერთი წლის წინ დაინიშნა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად. მის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე, 7 ნოემბერს ოდესის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა გადადგომის შესახებ.

XS
SM
MD
LG