Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში გააპროტესტეს საპრეზიდენტო არჩევნების ცუდად ორგანიზება


მოლდავეთის მთავრობის შენობასთან გაიმართა აქცია საპრეზიდენტო არჩევნების ცუდად ორგანიზების გასაპროტესტებლად მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობაში, ევროპაში მოლდავეთის რამდენიმე საელჩოში დააკლდათ საარჩევნო ბიულეტენები. ამის გამო ასობით მოლდაველმა ვერ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. დემონტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გაიმარჯვა პრომოსკოველმა კანდიდატმა, იგორ დოდონმა. მან დაამარცხა პროევროპული ძალების წარმომადგენელი, მაია სანდუ. მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების თითქმის მთლიანად დათვლის საფუძველზე იუწყება, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, დოდონი ლიდერობს ხმების 52,3%-ით. სანდუს 47,7% ერგო. კიშინიოვში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, დოდონმა პირობა დადო, რომ ყველა მოლდაველის პრეზიდენტი იქნება - იმათი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და იმათიც, ვინც მოსკოვთან დაახლოებას ემხრობა.

XS
SM
MD
LG