Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები: აშშ-მა 61 ტყვე აწამა ავღანეთში


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები აცხადებენ, რომ მათ აქვთ „გონივრული საფუძველი“ რომ იფიქრონ: აშშ-მა ჩაიდინა ომის დანაშაული, როცა ავღანეთში აწამებდა დატყვევებულებს. აშშ-ის არმიამ სულ მცირე 61 ტყვე აწამა, სასტიკად მოეპყრო, ან ღირსების დამამცირებელი ქმედება ჩაიდინა სთათ მიართ. ამის შესახებ ლაპარაკია წინასწარი გამოძიების ანგარიშში, რომელიც 14 ნოემბერს გავრცელდა. ანგარიშის თანახმად, „ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტოს“ თანამშრომლების მიერ წამებულთა რიცხვი 27-ია. ამ შემთხევათა უმეტესობა ჩადენილია 2003 და 2004 წლებში, როცა პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში იყო. აშშ-მა არ დაამტკიცა სასამართლოს შექმნის ხელშეკრულება, მაგრამ, რადგან დანაშაული მოხდა ქვეყნებში,რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ასეთებია, ავღანეთი, პოლონეთი, ლიტვა და რუმინეთი, იქ სასამარლოს იურისდიქცია ვრცელდება. ანგარიშის თანახმად, დანაშაულები არ იყო ცალკეული შემთხვევები, ისინი „საგამოძიებო დამტკიცებული ტექნიკის“ ნაწილი იყო. სასამართლო 2002 წელს შეიქმნა და იკვლევს ომის, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდის საქმეებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ელისაბეთ ტრუდომ განაცხადა, რომ აშშ-ის არ ფიქრობს, რომ სრული გამოძიება „გამართლებული და მიზანშეწონილიაო“.

XS
SM
MD
LG