Accessibility links

logo-print

გერმანიაში დაიწყო ოპერაცია ისლამისტების წინააღმდეგ


გერმანიის პოლიციის ასეულობით თანამშრომელი იყო ჩართული ოპერაციაში, რომლის დროსაც გაიჩხრიკა ორასამდე ბინა და ბიურო, ასევე ორი მეჩეთი გერმანიის ზოგიერთ კუთხეში. რადიკალურად განწყობილი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ბადენ ვიურტემბერგში და ჰამბურგში. ოპერაცია ჩატარდა ისლამისტური ორგანიზაციის, „ჭეშმარიტ რელიგიად“ წოდებული ჯგუფის წინააღმდეგ. ეს ჯგუფი დაკავებული იყო რადიკალური იდეოლოგიის პროპაგანდით და „ისლამურ სახელმწიფოსთვის“ ადამიანების გადაბირებით. ხელისუფლებას თუმცა არ აქვს მონაცემები, რომ ჯგუფი თავდასხმებს გეგმავდა ახლო მომავალში.

XS
SM
MD
LG