Accessibility links

logo-print

გაჟონილი დოკუმენტი: ბრიტანეთს არ გააჩნია ბრექსიტის საერთო გეგმა


ბრიტანეთს არ გააჩნია ბრექსიტის საერთო გეგმა და ევროკავშირის დატოვების სტრატეგიის გარშემო მთავრობა შეიძლება ვერ შეთანხმდეს ექვსი თვის განმავლობაში. ამის თაობაზე წერია გაჟონილ დოკუმენტში, რომელიც „ტაიმსმა“ და „ბი-ბი-სიმ“ იხილა. მასში გამოთქმულია ასევე გაფრთხილება, რომ მთავრობა მუშაობს ბრექსიტთან დაკავშირებულ ხუთასამდე პროექტზე, რისთვისაც საჭირო იქნება დამატებით 30 ათასი სამოქალაქო თანამშრომელი. საერთოდ, დოკუმენტი ავტორების თანახმად, არ არსებობს ევროკავშირის საერთო სტრატეგია, რადგან კაბინეტში აზრთა სხვადასხვაობაა. მემორანდუმი, რომელიც 7 ნოემბრითაა დათარიღებული, კრიტიკულია პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის მიმართ, რომ ინდივიდუალურად მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებისას და დეტალების მოგვარებისას. მთავრობის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ არ იღებს კრიტიკას, რომელიც დოკუმენტშია გამოთქმული და რომელიც კაბინეტისთვის მომზადდა უცნობი კონსულტანტის მიერ. მეის იმედი აქვს, რომ აამოქმედებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფს, რომლის მიხედვით მარტის ბოლოს შეიძლება დაიწყოს ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკება და ორ წელიწადს გასტანოს.

XS
SM
MD
LG