Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი: ნატოს რუსეთთან დიალოგი სურს


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან დიალოგი სურს. ეს მან განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ. „რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი და იქ დარჩება“ - თქვა სტოლტენბერგმა 15 ნოემბერს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დიალოგი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა დაძაბულობა მაღალია, გასაკუთრებით, როცა "ჩვენს წინაშეა უსაფრთხოების სფეროში ასეთი გამოწვევებიო". სტოლტენბერგის მტკიცებით, ნატო არასოდეს შეეგუება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას. გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შეასრულებს აშშ-ის ვალდებულებებს ალიანსის წინაშე. ძლიერი ნატო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, თქვა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG