Accessibility links

იგორ დოდონი: ევროკავშირთან მოლდავეთის ურთიერთობა არ შეიცვლება


მოლდავეთის პრორუსულმა პოლიტიკოსმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა პროევროპული პოლიტიკოსი, მაია სანდუ, აცხადებს, რომ ევროკავშირთან მისი ქვეყნის ურთიერთობა არ შეიცვლება თავისი პრეზიდენტობის დროს. ამით მან გააქარწყლა შიში, რომელიც მისსავე განცხადებებს უკავშირდებოდა, რომ ევროკავშირისკენ თავისი ქვეყნის მიმართულებას შეცვლიდა. მოლდავეთს და ევროკავშირს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აქვთ დადებული. დოდონმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ არ გეგმავს ბრიუსელთან კავშირების შეცვლას, მას მხოლოდ უკეთესი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რომ დოდონს არ უთქვამს ეს სერიოზულად, როცა ლაპარაკობდა, ევროკავშირთან შეთანხმების გაუქმებაზე. "მეც შევხვდი მას და სულ სხვა რამ მითხრაო დოდონმაო", განაცხადა ჰანმა.

XS
SM
MD
LG