Accessibility links

logo-print

მოგერინი: სავიზო რეჟიმის გამარტივების განხორციელება ევროკავშირისთვის პრიორიტეტია


ბრიუსელში, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ევროკავშირის საგარეო -პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია საერთოდ და ჩემთვისო. მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება სამიტისთვის, რომელიც გაისად ნოემბერში ჩატარდება. მან უკრაინისა და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე თქვა, რომ საკითხი დასვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თავიდანვე და მონაწილეებს განუცხადა, რომ მისი განხორციელება ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია.

XS
SM
MD
LG