Accessibility links

ობამა: ძლიერი ევროპა „კარგია“ აშშ-ისთვის, მაგრამ ნატო - „სრულიად სასიცოცხლოა“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ამ რანგში თავისი ბოლო მოგზაურობის დაწყებისას, განაცხადა, რომ ძლიერი ევროპა „კარგია“ აშშ-ისთვის, მაგრამ ნატო „სრულიად სასიცოცხლო“ მნიშვნელობისააო. ბარაკ ობამამ მასპინძელს, საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსს უთხრა, რომ აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენელი მმართველები ერთად აღიარებენ ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას. ობამა თავის ნატოელ მოკავშირეებს არწმუნებს, რომ მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, როცა პრეზიდენტი გახდება გაისად იანვარში, პატივს სცემს საერთაშორისო კავშირებს, რომლებშიც აშშ-ა გაერთიანებული. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ მან შეიძლება უარი თქვას გარანტიებზე, რომლებიც ნატოელ მოკავშირეებს აქვთ მათი დაცვის მხრივ. 16 ნოემბერს, ბერლინში გაფრენამდე, ობამა ათენში დემოკრატიისა და გლობალიზაციის გარშემო სიტყვით გამოვა. გერმანიიდან ობამა პერუში ჩავა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე, სანამ 19 ნოემბერს ვაშინგტონში დაბრუნდებოდეს.

XS
SM
MD
LG