Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ავიამზიდი მონაწილეობს სირიაში საბრძოლო ოპერაციაში


რუსეთის თვითმფრინავებმა, რომლებიც ავიამზიდზე არიან განთავსებული, დაიწყეს „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძირითადი ოპერაცია, რომლის სამიზნე „ალ-ნუსრის“ ფრონტიც არის იდლიბის და ჰომსის პროვინციებში. „პირველად ჩვენი ფლოტის ისტორიაში ავიამზიდი ადმირალ კუზნეცოვი ჩაერთო საბრძოლო ოპერაციაში, განაცხადა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაშია განთავსებული. ამის ფონზე განახლდა თავდასხმები ქალაქ ალეპოს რეგიონში პირველად ბოლო სამ კვირაში. სირიის ტელევიზიის თანახმად (ამას აქტივისტებიც ადასტურებენ), იერიშს სირიის ავიაცია ახორციელებს.

XS
SM
MD
LG