Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკეინი დონალდ ტრამპს აფრთხილებს რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ გამო


რესპუბლიკური პარტიის წამყვანი წევრი, სენატორი ჯონ მაკკეინი აფრთხილებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ საფრთხის შესახებ, რაც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მოჰყვეს. ასე გამოეხმაურა მაკკეინი სატელეფონო საუბარს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, რომლის დროსაც პუტინი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა. სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯომარის და რუსეთის კრიტიკოსის, ჯონ მაკკეინის ასეთი კომენტარი მიუთითებს სამომავლო დაპირისპირებაზე დონალდ ტრამპსა და იმ კონგრესმენს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს.

XS
SM
MD
LG