Accessibility links

ქაბულში მოწყობილ აფეთქებას ოთხი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა მოიერიშემ ააფეთქა მთავრობის კუთვნილი ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 11 ადამიანი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, მოიერიშემ, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, თავი აიფეთქა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ კომპლექსთან. ამავე წყაროს თქმით, აფეთქებული მანქანა ავღანეთის სადაზვერვო უწყებას - უშიშროების ეროვნულ დირექტორატს - ეკუთვნოდა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG