Accessibility links

logo-print

რუსეთის სათათბიროს სხდომების გამცდენებს ფულადი ჯარიმები ემუქრებათ


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო შესწორებები პარლამენტის ქვედა პალატის რეგლამენტში. ეს შესწორებები ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც უმიზეზოდ აცდენენ სათათბიროს სხდომებს. „ინტერფაქსის“ ცნობით, იმ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სხდომის მანძილზე ერთხელ მაინც არ გაივლიან რეგისტრაციას დარბაზში, თვიური ხელფასის ერთი მეექვსედი ჩამოერთმევათ. ასეთი ანგარიში ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ერთი თვის განმავლობაში სათათბირო, ჩვეულებრივ, ექვსჯერ იკრიბება. გამცდენებს გამოავლენს სათათბიროს რეგლამენტისა და შრომის ორგანიზაციის კომიტეტი.

XS
SM
MD
LG