Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართება მიღება მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით, დღეს თბილისში გაიმართება მიღება მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის. საქართველოს პარლამენტის განცხადებით, საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მიღება იმართება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რითიც პარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს განსხვავებულთა შორის დიალოგის და პატივისცემის აუცილებლობას. მიღება 17 საათზე დაიწყება თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში.

XS
SM
MD
LG