Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოროშენკომ ტრამპს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და დაუდასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზად არის სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურად ითანამშრომლოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი კიევში მიიწვია.

XS
SM
MD
LG